თავისა და ბავშვთა მოვლის კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თავისა და ბავშვთა მოვლის კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: Vendoo.ge
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია "Vendoo" აცხადებს ვაკანსიას თავისა და ბავშვთა მოვლის კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია "Vendoo" არის ელექტრონული კომერციის ინოვაციური ქართული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

პოზიციის შესახებ:

აღნიშნული პოზიცია მოიცავს საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს ინოვაციურ გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები და ამავდროულად შეიძინოს ახალი ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმებაში ჩართულობა პროდუქციის გაყიდვაში ჩაშვებამდე;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდების პირობების, ვადების და მოცულობების შესრულების მონიტორინგი კატეგორიის მენეჯერთან ერთად;
** არსებული შეთავაზებების სტატუსის მუდმივ კონტროლში ჩართულობა;
** თითოეული მომწოდებლის შეკვეთის დამუშავება და პროგრამაში შესაყვანად მომზადება;
** კატეგორიის მენეჯერისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

** სავალდებულოა თავის მოვლისა და ბავშვთა მოვლის კატეგორიის საცალო გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;

კომპეტენციები:

** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** განსაზღვრულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ ჩვენ?

** შრომით ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ბევრ საინტერესო და განსხვავებულ პროექტს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 10 აგვისტო, 2019 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: career@vendoo.ge ხოლო სათაურის ველში მიუთითეთ "თავისა და ბავშვთა მოვლის კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი".
Vendoo.ge — #სურვილის სისწრაფით

კომპანია "Vendoo" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

კომპანია "Vendoo"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება/შეინახება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. გთხოვთ, იმ შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე