საწყობის მუშა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მუშა
მომწოდებელი: სახურავები.გე
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"სახურავები.გე" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მუშის პოზიციაზე.

შპს "NSC" არის თუნუქის სახურავების მწარმოებელი კომპანია, რომელიც, ასევე, ეწევა სამშენებლო მასალების იმპორტს საზღვარგარეთიდან, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი, ქ. თბილისი, კედიას ქ. 10 (წერეთლის გამზირ #55-თან).

ფუნქციები და მოვალეობები:

** შეკვეთის შესასრულებლად პროდუქციის დამზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ტვირთების დაცლა-დატვირთვაში მონაწილეობის მიღება;
** მიღებული საქონლის დათვლა-დასაწყობება;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება.

მოთხოვნები:

** ფიზიკურად მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
** განვითარების, ახლის ათვისების სურვილი;
** განათლება (საშუალოზე მაღალი)
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
** მართვის მოწმობა;
** ასაკი: 20-დან 50 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, დილის 9 სთ-დან საღამოს 18 სთ-მდე.
ანაზღაურება განისაზღვრება მოლაპარაკებისა და გამოცდილების შესაბამისად - საშუალოდ 800 ლარი. იქნება გამოსაცდელი პერიოდი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: jobroofjob@gmail.com და გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (მაგალითად: საწყობის მუშა).

ჩვენს კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად, გთხოვთ, ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს: www.nsc-roofs.ge | www.saxuravebi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე