დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: სახურავები.გე
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"სახურავები.გე" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის (ღამის ყარაული) პოზიციაზე.

შპს "NSC" არის თუნუქის სახურავების მწარმოებელი კომპანია.
სამუშაო ადგილი: კომპანიის ოფისი, ქ. თბილისი, სპ. კედიას ქ. 10 (წერეთლის გამზირის #55-თან).

ფუნქციები და მოვალეობები:

** უზრუნველყოს საწარმოს ტერიტორიაზე მონიტორინგი და წესრიგის დაცვა;
** არ დაუშვას უცხო პირების გადაადგილება საკონტროლო ტერიტორიაზე;
** აწარმოოს ჩანაწერები და ჩაინიშნოს მნიშვნელოვანი ფაქტები.

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** თავაზიანობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა;
** ასაკი: 20-დან 65 წლამდე.

ანაზღაურება: ერთი მორიგეობა 25 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს ღამის ცვლა, საღამოს 18 საათიდან დილის 9 საათამდე.
იქნება გამოსაცდელი პერიოდი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: jobroofjob@gmail.com და გთხოვთ, საგნის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება (მაგალითად: დაცვის თანამშრომელი).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე