გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ღვინის კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ღვინის კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ანგარიშგების მომზადების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამოცდილება შესყიდვების, პროდუქციის ნაშთების, გაყიდვების დაგეგმვასა და კონტროლში;
** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე;
** MS Office - პროგრამების კარგად ცოდნა;

აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:

** სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცი;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური;
** სიახლეების ათვისების უნარი;

ძირითადი მოვალეობები;

** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების
შემუშავება, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
** ადგილობრივ კერძო კომპანიებთან და ასევე საერთაშორისო ბრენდებთან, პრეზენტაციების დაგეგმვა;
** ახალი იდეების გენერირება;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა;
** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა;
** გაყიდვების დინამიკის კონტროლი;
** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
** კომპანიის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე;
** სასურველია საკუთარი ავტომანქანის ქონა;

შერჩეულ კანდიდატებთან შედგება გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@gremi.wine სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე