სარემონტო და სამონტაჟო საამქროს უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სარემონტო და სამონტაჟო საამქროს უფროსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სარემონტო და სამონტაჟო საამქროს უფროსის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** საამქროს მუშაობის კონტროლი და კოორდინაცია;
** საწარმოს სტრატეგიული დაგეგმარება (საწარმოო გეგმების შედგენა და კალენდარული გრაფიკის წარმოება)
** საამქროს საწარმოო და სარემონტო პროცესის ოპერირება;
** ტექნოლოგიური პროცესის დახვეწა და სრულყოფა;
** მართვის ოპტიმიზაცია და ეფექტურობის ამაღლება;
** საამქროს გუნდის ჩამოყალიბება, მართვა და დისციპლინის კონტროლი;
** ტექნოლოგიური პროცესების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საამქროს შრომის უსაფრთხოების ნორმების მიხედვით ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კომპანიის სხვა განყოფილებებთან კომუნიკაცია და მათთან ერთად სინქრონული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დამფუძნებლებთან ანგარიშვალდებულების წარმოების კონტროლი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
** ჰიდრავლიკური მოწყობილობების სარემონტო და სამონტაჟო საამქროებში მუშაობის გამოცდილება;
** ადმინისტრაციულ და ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება;
** სააღრიცხვო კომპიუტერული პროგრამების (სასურველია 1C) ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

სამუშაო საათები ორშაბათი-პარასკევი 9-18 სთ,
ანაზღაურება 2500 ლარი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტით: Eduard@palfinger.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე