1C ERP Solutions დეველოპერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ERP Solutions დეველოპერი - ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: Rossoft
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
კომპანია "Rossoft" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას 1C ERP Solutions დეველოპერის პოზიციაზე. კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.

კომპანიის შესახებ:

კომპანია Rossoft წარმოადგენს 1C-ის მაღალხარისხიანი სისტემების, ERP გადაწყვეტილებების, პროვაიდერს საქართველოს პროგრამული უზრუნველყოფის ბაზარზე.

კომპანიის მისიაა, ხელი შეუწყოს ბიზნეს-პროცესების სისტემატიზებული მართვის განვითარებას, ხოლო მიზანი - 1C-ის პლატფორმაზე არსებული უახლესი პროგრამული გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის ზრდა და საქართველოში ბიზნესის თანამედროვე მართვის კულტურის დამკვიდრებაა.

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.rossoft.ge

ფუნქცია-მოვალეობები, ანუ ჩვენ შეგასწავლით:

** პროგრამირებას 1C-ის უახლეს 8.3 პლატფორმაზე არსებულ სხვადასხვა ტიპის ERP გადაწყვეტილებაში;
** სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ შიდა ტრენინგებში მონაწილეობა;
** კონფიგურაციაზე მუშაობა, აწყობა, ადმინისტრირება;
** დამატებითი ანგარიშების, დამუშავებების, საბეჭდი ფორმების შექმნა;
** კონფიგურაციის აწყობა, შემუშავება, დანერგვა, განახლება, მოდელირება, მხარდაჭერა;
** საპროექტო სამუშაოების ორგანიზება, მონაცემების შეგროვება, ტესტირება.
** პროგრამის სტანდარტული ფუნქციონალის მოდიფიცირებები პროგრამული კოდის დონეზე.
** ტექნიკური დავალებების მომზადება პროექტების ჭრილში.
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის დავალების შესრულება.

პოზიციისთვის საჭირო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში (განიხილებიან მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებიც);
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა (წერითი უნარი); ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროგრამული ენების ცოდნა (C++, Java, C#) - ჩაითვლება უპირატესობად;
** მონაცემთა ბაზების კომპიუტერული ენის SQL-ის ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** აქტიურობა და მიზანმიმართულობა.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დავით გამრეკელის 2, "აქსისის ბიზნეს ცენტრი"
სამუშაო საათები: სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00-19:00, ორშაბათი-პარასკევი.
ხანგრძლივობა: 3 თვე.
კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში.
ანაზღაურება: ფიქსირებული, კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: info@rossoft.ge

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ "1C ERP Solutions დეველოპერი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე