სამუშაოთა მწარმოებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
სამშენებლო კომპანია "ანაგი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამშენებლო ობიექტზე სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 7 წლის სტაჟი;
** აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნა - მონოლითური რკინა-ბეტონის სამუშაოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოება ან მოპირკეთებითი სამუშაოების წარმოების გამოცდილება.

მოვალეობები:

** სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების უზრონველყოფა მოთხოვნილი ტექნოლოგიის და ხარისხის პარამეტრების დაცვით;
** სამშენებლო სამუშაოების წარმოების გეგმა-გრაფიკის შედგენა, ოპტიმიზაცია და კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** სამშენებლი მასალების და მომსახურების შესყიდვის პროცესის ორგანიზებაში მონაწილების მიღება;
** შესრულებული სამუშაოების აღნუსხვა და ხარჯვის ანგარიშის წარმოება;
** საქართველოს კანონმდებლობით და კომპანიის შიდა განაწესით დადგენილი მშენებლობის უსაფრთხოების წესების დაცვა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

ანაზღაურება: 5000-8000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა, ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილებიდან გამომდინარე)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (ქართულ ენაზე) ელ-ფოსტაზე hr@anagi.ge, არაუგვიენს 2019 წლის 26 ივლისისა. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი თბილისში ან ბათუმში". კანდიდატების შერჩევა განხორციელდება მათი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრებების საფუძველზე. გასაუბრებაზე მოწვეულ იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე