ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: ბეთლაივი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"ბეთლაივი" არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტში ქოფირაითერის პოზიციაზე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

შესასრულებელი ამოცანები:

** კომპანიის საიტზე პროდუქტების შესახებ ტექსტის განთავსება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** სარეკლამო მასალისთვის (ვიდეო რგოლი, ნაბეჭდი მასალა, ვებსაიტი, სოციალური მედია) ტექსტების მოფიქრება, დამუშავება
** SMS ტექსტების, მეილის, ბანერის და პოპ-აპ მესიჯების მომზადება;
** კონტენტის მონიტორინგი და მართვა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** წერის, თარგმნის და კონტენტის შექმნის გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა.
** შემოქმედებითობის მაღალი დონე
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

სამუშაო პირობები:

** ხუთი სამუშაო დღე კვირაში
** სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
** ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

** ბონუსი
** კორპორატიული დაზღვევა
** უფასო კვება
** უფასო პარკინგი
** პროფესიული ზრდა/განვითარება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: vacancy@betlive.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოფირაითერი".

დამატებითი ინფორმაციისათვის, ესტუმრეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.betlive.com

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე