შესყიდვებისა და საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვებისა და საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე. სპეციალისტი ესაჭიროება კომპანია "სმარტბოქსს" (http://sbemar.com), რომელიც დაკავებულია სამშენებლო ტექნიკის გაქირავებით.

ძირითადი მოვალეობები:

** სათადარიგო ნაწილების და მასალების მოძიება და შეძენა;
** მომწოდებლების მოძიება და ბაზის წარმოება;
** საწყობის კონტროლი;
** საბუთების წარმოება;
** შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება;
** შესყიდვების დაგეგმვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ქართული/რუსული/ინგლისური ენების ცოდნა აუცილებელია;
** მსგავს პოზიციაზე ან/და შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ტექნიკის სფეროს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასაწყობე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
** დამაჯერებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
** სამუშაო საათები: 10:00-დან 18:00 საათამდე;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ფიქსირებული ხელფასი: 1,200 ლარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "შესყიდვებისა და საწყობის სპეციალისტი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: +995 592 995555; +995 32 2 880107.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე