იურისტი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: Professional Legal Consulting
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
იურიდიული კომპანია "proconsulting" გთავაზობთ სასამართლო დავებისა და სამართლებრივი მხარდაჭერის განყოფილებაში სტაჟირებას, დასაქმების პერსპექტივით.

ვაკანტური პოზიცია შეზღუდულია 5 სტაჟიორისათვის.

ჩვენ გთავაზობთ:

** წინსვლასა და განვითარებას პროფესიონალურ გუნდში.
** სამომავლო დასაქმების პერსპექტივას.
** სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში - სერთიფიკატს და რეკომენდაციას.

ძირითადი მოთხოვნები:

** იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტები.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** კარგი კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.

სტაჟირების თემატიკა:

1. სასამართლო დავები: პირადი (პერსონალური) ინფორმაციის კონფიდენციალურობა, დებიტორთა ქონებების გადამოწმების სტანდარტები, კრედიტორებთან კომუნიკაციის სტანდარტი, დებიტორებთან კომუნიკაციის სტანდარტი, საქმის მასალების მიღება, საქმის გაცნობა და მომზადება სასამართლო/გამარტივებული წარმოების დაწყებამდე, სასამართლო წარმოების დაწყება, გამარტივებული წარმოების დაწყება, ელექტრონული საქმის წარმოება, სააღსრულებო საქმის წარმოება, კომუნიკაცია my.gov.ge-სთან და მუშაობის სტანდარტები, საქმის დასრულება (დაარქივება).

2. სამართლებრივი უზრუნველყოფა: ხელშეკრულებების შედგენა (მიწოდების, მომსახურების, ნასყიდობის, სესხის, თავდებობის, შრომის, იპოთეკის, იჯარის/ქირავნობის) შეთანხმებებისა და ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება.

სტაჟირების პირობები:

მის.: თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა 12
სტაჟირების გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
არაანაზღაურებადი 6 თვიანი პერიოდი.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, გამოგზავნოთ ავტობიოგრაფია/CV ფოტოსურათით (3x4) შემდეგ მისამართზე: hr@proconsulting.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ.ფოსტის სათაურში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 6 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე