მზის ფოტოელექტრული სადგურების ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზის ფოტოელექტრული სადგურების ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
კომპანია "UGT" ეძებს ფოტოელექტრული სადგურების ტექნიკურ მენეჯერს, რომელიც განახორციელებს მზის ფოტოელექტრული სადგურების სამონტაჟო სამუშაოების დეტალურ ტექნიკური დაგეგმვას, გაუწევს ტრენინგს, კონსულტაციებს და ტექნიკურ ზედამხედველობას მონტაჟით დაკავებულ ჯგუფებს.

მოვალეობების აღწერა:

** მზის ფოტოელექტრული სადგურების მონტაჟის დეტალური ტექნიკური დაგეგმვა;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** შემოწმებისა და ტესტირების პროცედურების მომზადება;
** სამონტაჟო ჯგუფების ტრენინგი, კონსულტაცია (საჭიროების შემთხვევაში ობიექტზე გასვლით) და განხორციელებული სამუშაოების ზედამხედველობა;
** პროექტების განსახორციელებლად საჭირო მასალების შერჩევა და ხარისხის შემოწმება;
** პროექტის განხორცილების ტექნიკური ანგარიშების მომზადება.

კვალიფიკაცია და გამოცდილება:

** მზის ფოტოელექტრული სადგურების პრინციპების და ტექნოლოგების ღრმა ცოდნა;
** მზის ფოტოელექტრული სადგურების პროექტირებისა და მომსახურების არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრო სამუშაოების შემცველი სამშენებლო პროექტებისა და განხორცილების გამოცდილება;
** საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა;
** საპროექტო პროგრამული პაკეტების ცოდნა;
** Microsoft Office-ის პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა;
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარი ინგლისურ და რუსულ ენებზე;
** ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის გამოცდილება;
** საქართველოში მოგზაურობის შესაძლებლობა;
** პროექტის ვადების შესრულებაზე კონცენტრაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV მოგვაწოდოთ 9 აგვისტომდე ელ. ფოსტაზე: vacancy@ugt.ge სათაურის ველში მიუთითეთ "მზის ფოტოელექტრული სადგურების ტექნიკური მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე