საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ევრომედიკალი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
ბრიტანულ ქართული საწარმო "ევრომედიკალი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** მომწოდებლებთან შესაბამისი პროდუქციის მოძიება;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** ხელშეკრულებების გაფორება;
** შესასყიდი პროდუქციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა;
** სხვადასხვა სახის კორესპონდენციისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო განათლება, თუმცა, განიხილებიან სხვა, შესაბამისი გამოცდილების მქონე კანდიდატებიც;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** დილის 08:00 საათიდან საღამოს 16:30 საათამდე

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info@euromedical.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე