უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უნივერსალური მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სვის კაპიტალი
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 22 ივლისი
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ოქროს (ძვირფასი ლითონების), ბრილიანტის შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
** კომუნალური გადახდების განხორციელება;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (სასურველია ბრილიანტის ცოდნაც);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით (3X4), შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 2019 წლის 22 ივლისისა. წერილის სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე