კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
სწრაფი კვების რესტორნების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებლის მომსახურება - ასორტიმენტის შერჩევა, ანგარიშწორების წარმოება;
** პროდუქციის ასორტიმენტის სწორი განლაგება;
** პროდუქციის ვადების და ვიზუალის კონტროლი;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის შეკვეთა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

** გამართულად მეტყველების უნარი
** თავაზიანი, კეთილგანწყობილი,
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;

ანაზღაურება: 450 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "Consultant".

"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე