მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: თიბისი ბანკი
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
სს "თიბისი ბანკი" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: VC3699
ადგილმდებარეობა: სათაო ბანკი, IT ოპერაციების მართვის განყოფილება
მოქმედების ვადა: 19.07.2019
კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** განათლება - ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი

ენები:

** ინგლისური - კარგი
** რუსული - კარგი

უნარები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** პუნქტუალობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** MSSQL ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** T-SQL ენის ცოდნა;
** და რუსული ენების ცოდნა;
** Oracle, MySQL ბაზების ადმინისტრირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** MSSQL ბაზების ადმინისტრირება. მათ შორის:
** დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი, მძიმე პროცესების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
** პარამეტრების ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში ოპტიმალური ცვლილების გაკეთება;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების წარმოების დაგეგმვა, უზრუნველყოფა და ტესტირება;
** ვერსიის განახლებების დაგეგმვა, ტესტირება და განხორციელება;
** ღამის საათებში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში პრობლემების მოგვარება;
** არასამუშაო დღეებში და საათებში ტექნიკური სამუშაოების, პროგრამული განახლებების წარმოება და პრობლემის შემთხვევაში სწრაფად რეაგირება;
** ​ამოცანებისა და პროექტებისთვის დამუშავებული ტექნიკური ამოცანების განხილვა, შეფასება, განხორციელების გზების ანალიზი;
** მოდულების დანერგვისა და არსებულ მოდულებში შესატანი ცვლილებების უზრუნველყოფა;
** გარემოებში დანერგვების, მათი გამართული მუშაობისა და რეალურ გარემოსთან თავსებადობის უზრუნველყოფა;

დამატებითი ინფორმაცია:

რეზიუმეების განხილვის შედეგად დაკავშირება მოხდება შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს http://career.tbcbank.ge/Job/3699
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე