მონტაჟის სპეციალისტის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონტაჟის სპეციალისტის დამხმარე
მომწოდებელი: ნეოტექი
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
კომპანია "ნეოტექი" უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს. კომპანიამ 14 წლიანი არსებობის მანძილზე წარმატებული საქმიანობით შეძლო უსაფრთხოების სისტემების ბაზარზე წამყვანი პოზიციების დაკავება და ხარისხზე ორიენტირებული კომპანიის სახელის მოპოვება. ბოლო წლები კომპანია "ნეოტექი" ფლობს საქართველოს უსაფრთხოების ბაზრის მნიშვნელოვან სეგმენტს და ითვლება ამ ბაზარზე ლიდერ კომპანიად. კომპანიის საინჟინრო ჯგუფის პოტენციალი და პარტნიორების ტექნიკური გუნდის მხარდაჭერა აძლევს კომპანიას შესაძლებლობლობას განახორციელოს საერთაშორისო ნორმატივებზე დაფუძნებული ნებისმიერი სირთულის პროექტი. უსაფრთხოების სისტემების მიმართულებით საქართველოში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ "ნეოტექი"-ს მიერაა განხორციელებული. კომპანიის კლიენტებს წარმოადგენენ ყველაზე მსხვილი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. კომპანიის საქმიანობის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენს ვიდეოსათვალთვალო, დაცვით-საგანგაშო და სახანძრო სიგნალიზაციების, კომპიუტერული ქსელების, ხანძარქრობის, საკონფერენციო, გახმოვანების, შეზღუდული დაშვების, სუსტ დენებზე დაფუძნებული სხვა სისტემების პროექტირება, მონტაჟი და ინსტალაცია. კომპანია უსაფრთხოების სისტემების მწარმოებელი რამოდენიმე მსოფლიო ლიდერი ბრენდის ავტორიზებული დილერია და საქართველოში მათი პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს.

კომპანია "ნეოტექი" ფლობს მომსახურების ხარისხის მენეჯმენტის საერთაშორისო სერთიფიკატს ISO 9001 2008 (2015 წლის 6 ივლისიდან) რაც ადასტურებს კომპანიის მენეჯმენტის და სტრუქტურის შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან.

კომპანია "ნეოტექი" დასაქმებულებს სთავაზობს სტაბილურ სამუშაო გარემოს დაპროფესიული ზრდის შესანიშნავ საშუალებას და აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას "მონტაჟის სპეციალისტის დამხმარის" თანამდებობაზე:

სამსახურეობრივი მოვალეობები:

** კაბელირების სამუშაოების შესრულება;
** აპარატურის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება;
** შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, წვრილმანებზე დაკვირვების უნარი;
** პუნქტუალური;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

მოთხოვნები:

** ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მიღებული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილის მართვის მოწმობა - აუცილებელი მოთხოვნა (მართვის ორწლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ანალოგიური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
** დაახლოვებული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

სტაჟირების პერიოდის აღწერა:

გასაუბრებით შერჩეული კანდიდატები სტაჟირების დასაწყისში გაივლიან ტესტირებას. ტესტირების შედეგების მიუხედავად მოხდება მათი მიმაგრება მოქმედ სამონტაჟო ჯგუფზე, სტაჟიორი რეალურ სამუშაო გარემოში გაეცნობა საქმის სპეციფიკას, მიეცემა შესაძლებლობა გამოამჟღავნოს საკუთარი შესაძლებლობები და მიდგომები საქმისადმი.

** ანაზღაურება - 300 ლარი ხელზე;
** სტაჟირების ვადა - 2 (ორი) თვე;

სტაჟირების პერიოდის ამოწურვის შემდეგ მოხდება ტესტირება, ტესტირების შედეგების და უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოხდება საუკეთესო კანდიდატების შერჩევა. შერჩეული კანდიდატები დაინიშნებიან "მონტაჟის სპეციალისტის" თანამდებობაზე და კანდიდატებთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება.

"მონტაჟის სპეციალისტ"-ს ანაზღაურება გამომუშავებითია, და სტატიკსტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით შეადგენს საშუალოდ თვეში 1200 ლარიდან 2000 ლარამდე;

დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო ფორმის შესავსებად გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განაცხადები ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე