ინგლისური ენის მთარგმნელი/თარჯიმანი - დისტანციური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მთარგმნელი/თარჯიმანი - დისტანციური
მომწოდებელი: www.etargmna.ge
გამოქვეყნდა: 26 ივნისი / ბოლო ვადა: 26 ივლისი
მთარგმნელობითი ბიურო www.etargmna.ge, რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სახის ტექსტის/ დოკუმენტის თარგმნას 28 ენაზე, აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მთარგმნელ/თარჯიმნის (დისტანციური) პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება წერილობითი თარგმნის მიმართულებით - მინიმუმ ერთი წელი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Email, MS Word ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი.

ანაზღაურება: გამომუშავებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@etargmna.ge და წერილის თემაში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თანამშრომლის შერჩევა მოხდება ტესტირების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე