საკრედიტო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ეიჩარ პარტნერსი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
დასაქმების კომპანია "ეიჩარ პარტნერსი", კონტრაქტორი კომპანიის დაკვეთით, აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.

ზოგადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** მცირე და საშუალო საკრედიტო პროექტების დამუშავება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორტფელის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით
** არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში
** ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერითი, ასევე ვერბალური უნარები)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების
უნარი
** ბიზნეს ურთიერთობების დამყარების უნარი
** ანალიტიკური, ლოგიკური, სხარტი აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** ინიციატივიანობა, კრეატიულობა, აქტიურობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე
** ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ

სასურველი:

** მაგისტრის ხარისხი საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური განხრით ან დამამთავრებელ კურსზე ყოფნა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** გაყიდვების წარმოებისათვის აუცილებელი უნარების ფლობა
** გუნდური მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV hrpartners.vacancy@gmail.com მისამართზე და საგნობრივ ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საკრედიტო ექსპერტი".

კომპანია იტოვებს უფლებას შეინახოს მიღებული CV კომპანიის ბაზაში და განიხილოს სხვა ვაკანსიებზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე