მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სასტუმროების ქსელი "City hotels" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი- თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ. სასტუმრო "City Center"- მის: თამარ მეფის# 24)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** აუცილებელია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.

მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და გამასპინძლება;
** სტუმრებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სტუმრის წასვლის შემდგომ, მაგიდის მოწესრიგება პროცედურების შესაბამისად;
** საუზმის ორგანიზება შესაბამის გუნდთან ერთად;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** ანგარიშსწორების წარმოება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას;
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დილის საათებში ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - http://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე