პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: ჯეი ეფ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
საქართველოში უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეი ეფ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას პრისეილერის თანამდებობაზე - ბათუმში და თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი.
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

აუცილებელი მოთხოვნები:

** პრისეილერად მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის საფუძვლების ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** სქესი: მდედრობითი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობა:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა
** ბაზრის მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების მოძიება და მათთან კომერციული ურთიერთობის აწყობა;
** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, პროდუქციის პრეზენტაცია და შეკვეთის ფორმირება;
** პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი და მერჩენდაიზინგი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
** ქსელის განვითარების შესახებ წინადადების შემუშავება;
** კლიენტების მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება;
** შეკვეთილი პროდუქციის ადგილზე დროულად მიწოდების კონტროლი.
** სავაჭრო ობიექტებში არსებული სხვადასხვა პრობლემების შესახებ
ინფორმაციის მოწოდება.

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი
ანაზღაურება: ფიქსირებული, გამომუშავებით (+ ბონუსები)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (ჩათვლით) 9:30-დან 18 საათამდე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV /რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@junglefever.ge სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე