პროექტის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის კოორდინატორი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: კახეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აგრონომიური განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა, კომპანია უზრუნველყოფს საწვავით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ვენახების გაშენების უზრუნველყოფა;
** პროექტის მსვლელობის მონიტორინგი;
** პროექტში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტიანი კომუნიკაცია;
** პროექტის რისკების მართვა;
** დოკუმენტური აღრიცხვის წარმოება;
** მენეჯმენტთან პროექტის პროგრესის შესახებ ანგარიშგება;
** პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება.
** მიწების შესყიდვისთვის აუცილებელი პროცედურების ცოდნა, საჯარო რეესტრთან და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კრეატიულობა
** ორგანიზებული
** პუნქტუალური
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 25 ივლისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პროექტის კოორდინატორი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე