სტიუარდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტიუარდი
მომწოდებელი: Hotels & Preference Hualing Tbilisi
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, "ჰოთელს & პრეფერენსის" პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში.

"ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი" სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს, ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.

Hotels & Preference Hualing Tbilisi აცხადებს ვაკანსიას სტიუარდის (ჭურჭლის მრეცხავის) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჭურჭლის მიღება, დასაწყობება და მოვლა;
** სამზარეულოს და სერვისის ჭურჭლის დარეცხვა;
** სამზარეულოს ტერიტორიის და ინვენტარის დასუფთავება;
** საკვები ნარჩენებისთვის განკუთვნილი ურნების კონტროლი;
** სამუშაო პროცესში საჭირო სარეცხი საშუალებების მარაგის კონტროლი.

პიროვნული უნარები:

** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მზარდ ანაზღაურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4-ე მიკრო რაიონი, თბილისის ზღვის ახალი უბანი.

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hotelspreference.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე