ბიზნეს ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილს. კომპანიაში 270-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი:

** როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი, პოზიცია პასუხისმგებელი იქნება ბიზნესის მოთხოვნების და საჭიროებების მოძიებაზე/აღმოჩენაზე, ანალიზზე და მათ ნათლად ჩამოყალიბებაზე,
** დარწმუნდეს რომ IT-ს მიერ პრობლემის გადაჭრის გზები შემუშავებულია სწორად და აკმაყოფილებს ბიზნესის მოთხოვნებს.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მონაცემთა ანალიზის ჭრილში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მუდმივი კომუნიკაცია ბიზნეს და IT დეპარტამენტთან;
** ინფორმაციის მოძიების მიზნით სხვადასხვა ბიზნეს ერთეულებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია სხვადასხვა ტექნიკების გამოყენებით, როგორიცაა ინტერვიუ, სესიები, პროტოტიპის შექმნა;
** დეტალური მუშაობა მოთხოვნებსა და მეთოდებზე ბიზნეს ქვედანაყოფების, ტექნიკური დავალებების და ბიზნეს სპეციფიკაციის კუთხით;
** დარწმუნდეს პოტენციურ პროგრამულ გადაწყვეტილებებში მათი ბიზნესთან შესაბამისობაში ყოფნის მიზნით;
** პროექტების არსის და მიზნის სრულყოფილად ცოდნა, პროდუქტის ფუნქციურობის და სასურველი მახასიათებლების ცოდნა;
** ბიზნეს პროცესების ანალიზი, სხვადასხვა პროცესების ალტერნატივების შეფასებაში მხარდაჭერა, შესაბამისი გამოსავლის და პრობლემის გადაჭრის გზების განსაზღვრა IT დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად;
** მომხმარებლის მოთხოვნების შეფასება;
** პრობლემის გადაჭრისთვის ჩართულობის და ძალისხმევის დონის და საჭირო დროის განსაზღვრა;
** მაღალი დონის ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზება და მათი დეტალურ და სამომხმარებლო დონის ისტორიად გარდაქმნა, როგორც პროცესის მიმდინარეობა, გეპების ანალიზი და ა.შ.
** დოკუმენტაციისა და სხვადასხვა ნიმუშების შექმნა ორგანიზაციაში ცოდნის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით.

უნარები:

** ბიზნესის ანალიზის უნარი, საუკეთესო გამოცდილებების და მეთოდოლოგიების ცოდნა და მოძიების უნარი;
** ბიზნეს კომუნიკაციების უნარი
** ინფორმაციის შეგროვების, დოკუმენტირების და შედეგების ეფექტურად და ლაკონურად ასახვის უნარი;
** ძლიერი გადმოცემის და წერის უნარები;
** ძლიერი ანალიტიკური და პრობლემების გადაწყვეტის უნარი, ინიციატორი;
** მოცემული რესურსების ფარგლებში სამუშაოს დაგეგმვისა და ანალიზის უნარი;
** კომპლექსური გეგმებისა და მიზნების მიღწევის ჭრილში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და შეთანხმების მიღწევის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტის ძლიერი უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლის და დანერგვის სურვილი;
** კომუნიკაბელური, მოქნილი, გუნდურად მუშაობის სურვილის მქონე, სწრაფად ათვისების უნარი.

ენების ცოდნა: ინგლისური - კარგად.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე