შიდა გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შიდა გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Champions Academy
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"Champions academy" არის სპორტ სპეციფიური ვარჯიშებისა და ფიზიკური განვითარების ცენტრი. "Champions academy" ამერიკული ბრენდის Barwis Methods-ის ფრენჩაიზია, გამოირჩევა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პროფესიონალური მომზადების მეთოდებით თანამედროვე ინვენტარით და პროფესიონალი მწვრთნელებით. კომპანიის მიზანი პროფესიონალი ქართველი სპორტსმენებითვის საერთაშორისო სტანდარტის ფიზიკური მომზადების მრავალფეროვანი სერვისების მიწოდებაა. დარბაზში ვარჯიშის შესაძლებლობა ექნებათ როგორც პროფესიონალ სპორტსმენებს, ასევე მოყვარულებსაც.

"Champions academy" აცხადებს ვაკანსიას შიდა გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** დარბაზში მოსული მომხმარებელების მიღება, დარეგისტრირება და კოორდინირება;
** არსებული მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისების შეთავაზება;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
** ხელმძღვანელობის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** სქესი: მდედრობითი
** ასაკი: 18 - 27
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) და ინტერნეტის მოხმარების სრულყოფილი ცოდნა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ ან მომხმარებელთა სარეგისტრაციო (ERM) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების გამართულად ცოდნა (სასაუბრო);

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაბელურობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;
** ლოიალურობა;
** მაღალი შრომის დისციპლინა;

სამუშაო პირობები:

** საინტერესო და სტაბილური სამსახური;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ანაზღაურება: 600 ლარი;
** სამუშაო საათები: 07:00-14:00 და 14:00-21:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად მისამართზე: info@champ.ge. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზედაც შემოგაქვთ საბუთები (შიდა გაყიდვების სპეციალისტი). წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ იქნება განხილული.

აპლიკანტების საყურადღებოდ! გასაუბრებაზე ვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე