IT პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილს. კომპანიაში 270-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდთან ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას IT პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პოზიციის მიზანი: კომპანიის სტრატეგიული განვითარების და დეპარტამენტთაშორისი პროექტების და ღონისძიებების მართვა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა: უმაღლესი განათლება სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ანალიზი და კომპანიის შიგნით პროდუქტების დანერგვა;
** ბაზრის მოთხოვნების შესწავლა და მათზე პროდუქტების მორგება;
** საჭიროების შესწავლა
** პროექტზე მომუშავე გუნდთან (პროგრამული, მარკეტინგული, იურიდიული, ფინანსური სხვა) კონსულტაციები ტექნიკური დავალების ჩამოსაყალიბებლად;
** შიდა პროექტების და გუნდის მართვა, მათ მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა;
** პროექტის ფარგლებში შიდა რესურსისა და პარტნიორი კომპანიების კოორდინირება;
** მუშაობის პროცესის პერიოდული შეფასება და მიზანთან თანხვედრის სტატუსის წარმოება;
** პროექტის გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** პროექტის ფარგლებში წამოჭრილი პრობლემებისა და საკითხების გადაჭრის გზების მოძიება;
** პროექტის დასრულების შემდგომ, სამუშაო პროცესის ანალიზი, ხელისშემშლელი ფაქტების იდენტიფიცირება და სამომავლო პროექტისთვის გათვალისწინება;
** ანგარიშის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან დადგენილი პერიოდულობითა და ფორმით;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

უნარები:

** IT პროექტების მართვის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** "Agile" მეთოდოლოგიით IT პროექტების მართვის გამოცდილება.

ენების ცოდნა: ინგლისური - კარგად.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი.
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე