დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: ჰოლდინგი პალიტრა მედია
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"პალიტრა მედია ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

** შემოსულ დაკვეთაზე ახალი სარეკლამო დიზაინის მოფიქრება;
** კომპანიის საპრომოციო და/ან საინფორმაციო მასალების დიზაინი/რედიზაინი;
** კომპანიის საპრომოციო და/ან საინფორმაციო მასალების ციფრული დამუშავება და დასაბეჭდად გამზადება;
** მისი კომპეტენციის ფარგლებში სტამბასთან ურთიერთობა და დასაბეჭდი მასალის შესაბამისობის, ვადების კონტროლი;
** მარკეტინგის დეპარტამენტის სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბებაში და მის ხარისხიანად შესრულებაში მონაწილეობა მისი კომპეტენციის ფარგლებში;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დიზაინერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe Indesign, Corel Draw;

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული;
** კომუნიკაბელური;
** კრეატიული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:00;
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე პორტფოლიოსთან ერთად ელ. ფოსტაზე: vacancy@palitra.ge
subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 25 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე