მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ქართული კალათა
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "ქართული კალათა" ღვინის ბარ-რესტორნისთვის აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი, მამრობითი
** ასაკი: 21-დან 30 წლამდე

ფუნქცია-მოვალეობები: სტუმრის მიღება, შეკვეთის აღება, კერძთან შესაბამისი ღვინის შერჩევაში დახმარება, კერძის მირთმევა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ვინაიდან ობიექტი მდებარეობს ტურისტულ ზონაში (შარდენის 3-5) აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
** ჩვენი მიმტანი უნდა იყოს პუნქტუალური, ენერგიული, სტუმრებთან ყოველთვის მომღიმარი, გუნდური მუშაობის უნარის მქონე.

სამუშაო პირობები:

ხელფასი: დღეში 25 ლარი, ემატება თანხა რომელსაც სტუმარი ტოვებს
სამუშაო ადგილი: თბილისი შარდენის 3-5

https://www.facebook.com/AristaeusWine/ - შესაბამის გარემოში მუშაობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: Info.kalata@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე