ექსპერტ-შემფასებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექსპერტ-შემფასებელი
მომწოდებელი: PKF Georgia
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
შპს "ფი-ქეი-ეფ საქართველო" (PKF Georgia) წარმოადგენს ერთ-ერთი ლიდერ კომპანიას აუდიტსა და საკონსულტაციო სექტორში, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას აუდიტის, საბუღალტრო, საგადასახადო და ბიზნეს-საკონსულტაციო სფეროებში.

"ფი-ქეი-ეფ საქართველო" აცხადებს ექსპერტ-შემფასებლის ვაკანსიას ბიზნესის კონკრეტული პროექტებისთვის.

პასუხისმგებლობები:

** ბიზნესის, უძრავ-მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მათი სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა;
** შეფასების დავალების განსაზღვრა და შესაფასებელ ქონებაზე ინფორმაციის შეგროვება - ანალიზი - ქონების ექსპერტიზა და ინსპექტირება;
** ბიზნესის, უძრავ-მოძრავი ქონების შეფასების დასკვნის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შემფასებლის სერტიფიკატი
** ბიზნესის, უძრავ-მოძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების/ფასების ცოდნა;
** ექსპერტ-შემფასებლად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
** მართვის უნარები
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
** სამუშაო პროცესების ოპტიმალურად დაგეგმვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი.

"ფი-ქეი-ეფ საქართველო" გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით ელ-მისამართზე: contact@pkfgeorgia.com და სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ექსპერტ-შემფასებელი".

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე