რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
ქართულ ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა - რეპროარტი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** განათლება: უმაღლესი
** სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარების განხორციელება (შიდა და შემოსული ზარების პასუხი, პაციენტების ჩაწერა, კონსულტაცია)
** პაციენტების რეგისტრაცია, გადამისამართება სხვადასხვა განყოფილებებში, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
** სამედიცინო მანიპულაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.
** პაციენტების მონაცემების პროგრამული მართვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
** ორგანიზებულობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ სურათიანი CV გადმოგვიგზავნოთ ელ. ფოსტით, შემდეგ მისამართზე: reproartclinic@gmail.com არაუგვიანეს 2019 წლის 24 ივლისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მაგ.რეგისტრატორი). წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე