ინგლისური ენის რედაქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის რედაქტორი
მომწოდებელი: Delta Translation Group
გამოქვეყნდა: 25 ივნისი / ბოლო ვადა: 25 ივლისი
"Delta Translation Group" მთარგმნელობითი მომსახურების კომპანიაა (www.delta-group.ge), რომელიც სპეციალიზებულია წერილობითი და ზეპირი მთარგმნელობითი მომსახურების მიწოდებაზე: ტექნიკური, ეკონომიკური, სამედიცინო, ფინანსური მენეჯმენტისა და სხვა დარგების მიმართულებით. კომპანიას აქვს საკუთარი მთარგმნელობითი პროდუქტები, მათ შორის ონლაინ ლექსიკონი: www.iword.ge

კომპანიას ესაჭიროება ინგლისური ენის რედაქტორი, ტექნიკური წერილობითი თარგმანის მიმართულებით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გამოცდილება წერილობითი თარგმნის მიმართულებით - მინიმუმ 5 წელი.
** გამოცდილება რედაქტირების მიმართულებით - მინიმუმ 1 წელი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების - Email, MS Word - მაღალ დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
** "SDL ტრადოსის" ცოდნა;
** მაღალი მოტივაცია და თვითგანვითარების სურვილი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, 900-დან 1200 ლარამდე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: DeltaTranslationService@gmail.com

გთხოვთ, წერილის თემაში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

თანამშრომლის შერჩევა მოხდება ორეტაპიანი ტესტირების საფუძველზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე