ფილიალის მენეჯერი, HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი, HR მენეჯერი
მომწოდებელი: ჭი-ტა
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ფილიალის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულოა);
** მომსახურების პრინციპების ცოდნა;
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის პერსონალის ორგანიზება, ეფექტური მართვა და მუშაობის კონტროლი;
** მაღაზიის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის კონტროლი და ოპტიმიზაცია;
** მაღაზიის დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი წესის მიხედვით;
** დადგენილი რეჟიმით მაღაზიის მუშაობის უზრუნველჰყოფა.
** დროული მომზადება და წარდგენა დოკუმენტებისა (შრომის განაწილების განრიგი, თანამშრომლების წარდგენა საჯარიმოდ/პრემიისთვის), რომლებიც საჭიროა ხელფასების გაანგარიშებისათვის.
** ფინანსური დოკუმენტების დროული მომზადებისა და წარდგენის უზრუნველყოფა.
** მაღაზიაში არსებული ტექნიკისა და მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობების გამართულობის კონტროლი და მათი გაუმართაობის აღმოფხვრის ორგანიზება.
** დადგენილი პერიოდულობით საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარმოება და წარდგენა ხელმძღვანელი პირების წინაშე.

2. HR მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** ადამიანური რესურსების ზოგადი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და მართვა.
** კომპანიაში ახალი თანამშრომლების საჭიროებების განსაზღვრა და შეჩევის პროცესის მართვა/ანალიზი.
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობა.
** თანამშრომლთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა.
** თანამშრომელთა შეფასების სისტემის დაგეგმვა და განხორციელება.
** თანამშრომელთა ფუნქცია მოვალეობების გაწერა, კონტროლი და გარემოსთან ადაპტირების მონიტორინგი.
** თანამშრომელთა მოტივაციაზე ზრუნვა.
** დეპარტამენტების/ფილიალების მონიტორინგი და თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
** თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების და სახელფასო სისტემის მონიტორინგი.
** საჭიროებებიდან გამომდინარე ტრნინგების დაგეგმა/განხორციელებაში დახმარება და მონაწილეობა.
** ყოველთვიური გრაფიკების, ხელფასებისა და ბონუსების მონიტორინგი, საშტატო ნუსხის კონტროლი.
** სადაზღვევო, სატელეკომუნიკაციო და მონიტორინგის სამსახურებთან ურთიერთობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით).
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
** ადამიანური მართვის სფეროში მინ 3 წლიანი გამოცდილება.
** დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
** კრეატიული, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

გრაფიკი: სრული

დაინტერსების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: bochorishvili_beka@yahoo.com

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობისგაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატისშერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითიურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნულიმიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე