ხარისხის კონტროლისა და მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლისა და მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლისა და მართვის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.

შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის, მზა პროდუქციის და საწარმოო პროცესების ხარისხის კონტროლი;
** ინფრასტრუქტურისა და პერსონალის სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნილებების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
** შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** პროდუქციის მოძრაობის კონტროლი საწარმოდან საცალო ქსელში გაყიდვამდე.
** გუნდთან ერთად მუშაობის პროცესში შემუშავებული სხვადსხვა საქმიანობის განხორციელება.
** პრობლემის ანალიზი და გადაჭრის გზების შემუშავება გუნდთან ერთად;

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** 07:00-16:00 სთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ხარისხის მართვის მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება რძის პროდუქტების წარმოების მიმართულებას;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
** საქმის მართვისა და ზედამხედველობის უნარი;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე