მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.

შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა შესაბამის ორგანოში;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
** ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** შესყიდვების და გაყიდვების აღრიცხვა;
** სალარო და საბანკო ოპერაციების აღრიცხვა.

სამუშაო გრაფიკი:

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** 09:30 - 18:30 სთ.
** შესვენება 1 საათი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ეკონომიური ან საბანკო-საფინანსო განხრით;
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური ან/და რუსული; B1 დონე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** მუშაობის გამოცდილება ORIS პროგრამაში.
** მუშაობის გამოცდილება 1C პროგრამაში.
** მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი წინა სამსახურიდან.

ანაზღაურება: 2000 ლარიდან (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) გამოცდილების მიხედვით.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე