დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ქართული რძის პროდუქტები
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
შპს "ქართული რძის პროდუქტები" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე დისტრიბუტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ჩვენი კომპანია უკვე 10 წელზე მეტია რაც აწარმოებს რძის პროდუქტებს და ახდენს მათ რეალიზებას საქართველოში.

შპს "ქართული რძის პროდუქტები"-ს ქარხანა მდებარეობს მარნეულის ქ. №43, ქვემო ფონიჭალა, ქ. თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** თბილისის ტერიტორიაზე არსებული მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დანიშნულების ადგილზე მიტანა ლუქის მთლიანობის შენარჩუნებით;
** ვადაგასული/უვარგისი პროდუქციის უკან, დამსაქმებლის საწყობში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო საშუალებების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
** სხვა ფუნქციები, რომელიც თუმცა წინამდებარე პუნქტში არ არის მოხსენიებული, მაგრამ მაღაზიების პროდუქციით მომარაგების პროცესში უკავშირდება დისტრიბუტორის მოვალეობებს.

სამუშაო გრაფიკი:

** კვირაში 6 დღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
** ​სამუშაო გრაფიკი - 08:30-17:30 სთ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა, პრიორიტეტი მიენიჭება C კატეგორიის მართვის მოწმობის მქონე კანდიდატს.
** პიროვნული მახასიათებლები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა, გუნდურობა და დამოუკიდებლად საქმის მართვის უნარი.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@rdzisame.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება!

გახდით სიკეთით სავსე გუნდის წევრი!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე