კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: PM Solutions
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
საკონსულტაციო კომპანია "PM solution" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია ორიენტირებულია პროფესიული რჩევის გაზიარების გზით დაეხმაროს სამშენებლო კომპანიებს, როგორც გაყიდვებისა და მოგების ზრდაში, ასევე სტრატეგიის შემუშავებასა და მიზნების მიღწევაში.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს http://pmsolution.ge/

მოვალეობები:

სოციალური ქსელის საშუალებით კლიენტებთან ურთიერთობა
** სხვადასხვა საკომუნიკაციო წყაროებზე შემოსული შეტყობინებების პასუხის გაცემა (სატელეფონო ზარები; E-mail)
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
** მომხმარებლის მოთხოვნების და საჭიროების დადგენა და მათთვის ოპტიმალური პროდუქტების შეთავაზება.
** კლიენტებისათვის კომპანიის მიერ შეთავაზებული უძრავი ქონების ობიექტების წარდგენა და ჩვენი მომსახურებით დაინტერესება.
** ჩვენს პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ზედმიწევნით შესწავლა.
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება.
** შესაბამის ბაზებთან მუშაობა და რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი)
** უძრავი ქონების გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა
** ასაკი - 40 წლამდე.

საცხოვრებელი ადგილი - თბილისი.

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სხარტი აზროვნების უნარი.
** მოლაპარაკების წარმოების უნარი.
** კლიენტთან დაკავშირებული პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
** გუნდურად მუშაობის უნარი.
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** შედეგზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა:

** პერიოდი: ორშაბათი-პარასკევი
** განრიგი: 10:00-19:00
** *შაბათი შემოკლებული გრაფიკით
** ადგილმდებარეობა: ფალიაშვილის #85

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნეთ რეზიუმე, განახლებული ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: pm.solution19@gmail.com და საგნობრივ ველში მიუთითეთ "კლიენტთა მომსახურების სპეციალისტი".

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: 599264664
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე