ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აკრედიტაციის ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო- აკრედიტაციის ცენტრი" აცხადებს კონკურსს ბუღალტერის პოზიციაზე.

"აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" ფუნქციებია შესაბამისობის შეფასების ორგანოების შეფასება და აკრედიტაციის მინიჭება, აკრედიტირებული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

პოზიციის დასახელება: სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო -აკრედიტაციის ცენტრი"-ს ადმინისტრაციული სამსახურის - ბუღალტერი
თანამდებობრივი სარგო: 1500 ლარიდან 2500 ლარამდე
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილის, ალ. ყაზბეგის გამზ. 42ა;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საფინანსო/სააღრიცხვო ან ეკონომიკის სფეროში;
** სახელმწიფო ხაზინის (etreasury.ge) ელექტრონულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრულ პროგრამა "ORIS"- ში მუშაობის გამოცდილება;
** ბუღალტრის ან ბუღალტრის თანაშემწის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება (ბოლო 5 წლის განმავლობაში, რომელიმე პერიოდში);

საკონკურსო თემატიკა:

** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
** საქართველოს შრომის კოდექსი;
** "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი" საქართველოს კანონი;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
** "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანება;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის N99 ბრძანება "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე";
** "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება;
** "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის და "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება "სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე";
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანება "ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ";
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ";
** საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ."

კომპიუტერული პროგრამები:

** Microsoft Office Word
** Microsoft Office Excel
** Microsoft Office Outlook
** ORIS

უცხო ენები: სასურველია ინგლისური ენის საშუალო( B1 დონე) ცოდნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სსიპ-ს წლიური ბიუჯეტის შედგენა;
** ხარჯთაღრიცხვების მომზადება, ყოველთვიური ანგარიშის მომზადება; ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადება; ფინანსურ ანგარიშგების (ფორმა №1, №2, №3, №4, №5) და ბუღალტრული აღრიცხვის დანართების (№1, №2, №3, №4, №5, №6, №8, №9, №10, №11, №12, №13 მომზადება;
** ორგანიზაციის საბუღალტრო და საფინანსო ოპერაციების შესრულება;
** სსიპ-ის პრიორიტეტების შესაბამისი საშუალო ვადიანი სამოქმედო გეგმის შედგენა.
** ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და კონტროლი; ანგარიშების წარდგენა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
** ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის შედეგების დროულ გამოვლენა და ფინანსურ დოკუმენტებში აღნიშნული შედეგის დროულ ასახვა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** ადმინისტრაციულ სამეურნეო ხარჯების თაობაზე კვარტალური და წლიური ანგარიშგება;

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად, დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** საქმისადმი ერთგულება (კონფიდენციალობა);
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე