ანაზღაურებადი სტაჟირება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: 11808
გამოქვეყნდა: 24 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივლისი
11808 აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგისა და გაყიდვების დეპარტამენტში შემდეგი მიმართულებით:

** კლიენტთა მომსახურება და ქოლ-ცენტრი
** კორპორატიული გაყიდვები
** ციფრული მარკეტინგი

ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ, კრეატიულ და მონდომებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩაერთვებიან დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში, შეგეძლებათ თქვენი ინტერესის მიხედვით აირჩიოთ შემდეგი ძირითადი აქტივობები: პროდუქტის შექმნა, გაყიდვები, მომხმარებელთა მხარდაჭერა.

ჩვენ გთავაზობთ:

** თეორიული ცოდნის ამაღლებას
** თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
** გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას
** საკუთარი თავის გამოცდის საუკეთესო შესაძლებლობას

მოთხოვნები:

** სასურველია მაგრამ არა აუცილებელი იყოთ, დამამთავრებელი კურსის ბაკალავრი, მაგისტრატურის სტუდენტი ან ახალი კურსდამთავრებული
** სასაუბრო დონეზე ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, ამას ჩვენ გაძლევთ

გელოდებით, თუ ხარ:

** ენერგიული
** შრომისმოყვარე
** შემოქმედებითი
** კრეატიული

ტრეინინგის და სტაჟირების პერიოდი:

** მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში ტრეინინგები: 4 კვირა
** ტრეინინგების შემდეგ შერჩეული მიმართულებებით ანაზღაურებადი სტაჟირება: 2 თვე
** სტაჟირების შემდეგ საუკეთესო კანდიდატებს შევთავაზებთ დასაქმებას ჩვენს კომპანიაში, დანარჩენებს გავუწევთ რეკომენდაციას.

სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
სტუდენტის შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალურად გრაფიკის შედგენა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@08.ge წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "სტაჟიორი მარკეტინგის და გაყიდვების დეპარტამენტში".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე