ციფრული კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Fulcrum
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია "Fulcrum Holding"-ის მარკეტინგის დეპარტამენტი ეძებს გუნდის ახალ წევრს - ციფრულ კონტენტ კრეატორს (Digital Content Creator).

"Fulcrum Holding" 4 წელზე მეტია ოპერირებს კრიპტო-ფინტეკ და ბლოკჩეინ ინდუსტრიაში. ჩვენი კომპანია წარმატებით ახორციელებს კრიპტო ვალუტების მაინინგს, თუმცა ბოლო ერთი წელია დამატებით შევქმენით ჩვენი შიდა სტარტაპ სივრცე, სადაც ბლოკჩეინ გადაწყვეტილებების დანერგვასა და ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმების განვითარებაზე ვმუშაობთ.

ჩვენი მიზანი ბლოქჩეინ პროექტების განვითარება და რეგიონში დანერგვაა. ამ ეტაპზე გვაქვს რამოდენიმე მიმდინარე პროექტი და ვმუშაობთ ტექნოლოგიების პლატფორმების განვითარებაზე. ჩვენ ვთვლით, რომ რიგით ადამიანებსაც უნდა მიუწვდებოდეთ ხელი იმავე საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებიც უწინ ექსკლუზიურად მხოლოდ აკრედიტებული ინვესტორებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ გვჯერა, რომ ბლოკჩეინი არის მომავალი და გვინდა ვიხილოთ, როგორ ყიდულობენ ბოსტნეულს კრიპტო-ვალუტით ჩვენი ბებიები და ბაბუები შორეულ სოფლებში. http://fulcrumholding.com/

პასუხისმგებლობები:

** ციფრული კონტენტ კრეატორი იქნება მარკეტინგის გუნდის წევრი. იგი პასუხისმგებელი იქნება საკომუნიკაციო სტრატეგიაზე დაფუძნებით, არსებული ციფრული არხებისათვის შესაბამისი კონტენტის შექმნაზე, ადაპტირებასა და მათ განთავსებაზე. მისი უშუალო მოვალეობა იქნება ციფრული მედია არხების (არა მხოლოდ ბრენდის ქვეშ არსებული) მონიტორინგი, თვალყურის დევნება კომენტარებზე და უკუკავშირი აუდიტორიასთან _ მყისიერი რეაგირება დასმულ კითხვებზე.
** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ თუ სხვა ტიპის კითხვებზე ამომწურავი პასუხის მისაღებად ლაივ რეჟიმში "მხარდაჭერის გუნდთან" კონსულტაციის გავლა. იმ შემთხვევაში, თუ კითხვები სცდება მის კომპეტენციას, მომხმარებლის გადამისამართება მხარდაჭერის გუნდთან.
** ონლაინ რეჟიმში კომუნიკაცია დიზაინერთან ან/და სააგენტოს სხვა წარმომადგენლებთან საკომუნიკაციო ფოტო და ვიდეო მასალების დასაკვეთად. მარკეტინგის მენეჯერთან, ასევე გუნდის სხვა წევრებთან ერთად ბრიფის მომზადება სააგენტოსთვის. მასალებში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში უკუკავშირის მიცემა და ახალი ფაილების მოთხოვნა.
** ყოველკვირეული რეპორტინგის მომზადება უშუალო ხელმძღვანელთან.

მოთხოვნები:

** თუ შენ შეგიძლია გამართულად, სწრაფად და მოკლედ წერა;
** ინგლისურს (სასურველია რუსულსაც) მაღალ დონეზე ფლობ;
** "მეცნიერული ინტერესი" გაქვს სოც. მედია პლატფორმების მიმართ - მუდმივად იკვლევ, აკვირდები და ტესტავ თითქმის ყველა პოპულარულ პლატფორმას;
** ხარ აქტიური ფორუმის მომხმარებელი, იცნობ და იყენებ Quora-ს, ხშირად სტუმრობ medium-ს;
** ონლან ძებნა არის შენი ძლიერი მხარე, ყველაფერს პოულობ ძალიან მარტივად და არა მარტო Google Search-ით.
** გაქვს სამუშაო გამოცდილება (მინ. 1 წლიანი), ხარ მეგობრული და არ გიყვარს კონფლიქტური სიტუაციები;
** უძლებ ჯანსაღ სამუშაო სტრესს და სიამოვნებას განიჭებს დროულად დავალებების ჩახურვა.
** ზოგადად ხარ დეტალებზე ორიენტირებული და თვლი, რომ კრეატიული აზროვნება შენი ძლიერი მხარეა და თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ - გადადი ბმულზე და შეავსე კითხვარი: https://forms.gle/xeuUFcxahUWxYWhc8
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე