ადამიანური კაპიტალის შერჩევის კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადამიანური კაპიტალის შერჩევის კოორდინატორი
მომწოდებელი: იმპექსფარმი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
კომპანია "იმპექსფარმი" უკვე 20 წელია წარმოდგენილია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. თავდაპირველად კომპანია ახორციელებდა სადისტრიბუციო მომსახურებას, ხოლო მოგვიანებით იმპექსმა შექმნა სააფთიაქო ქსელი "იმპექსი" მთელს საქართველოს ტერიტორიაზე, რეგიონების გარდა უკვე დედაქალაქშიც სთავაზობს მომხმარებლებს მაღალი დონის მომსახურებას. ამჟამად კომპანია რებრენდინგის პროცესშია და სულ მალე განახლებული იერსახით წარმოჩინდება ფარმაცევტულ სივრცეში იმისათვის, რომ განგაწყოთ სიცოცხლის, სილამაზისა და ჯანმრთელობისათვის. კომპანია მუდმივად ზრუნავს შეინარჩუნოს მაღალი ხარისხი, იგი ფლობს ISO 9001-2015 სერტიფიკატს.

ფარმაცევტული კომპანია "იმპექსფარმი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის შერჩევის კოორდინატორის თანამდებობაზე.

სამუშო ადგილი: ქ. თბილისი

წარმატებულ კანდიდატებს კომპანია სთავაზობს კონკურენტულ ანაზღაურებას, როგორც ფიქსირებულ ნაწილს, ასევე მიმზიდველ საბონუსე სქემას, ჯანმრთელობის დაზღვევას და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით განახლებულ სამუშაო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:

** ვაკანტურ პოზიციებზე კანდიდატების საუკეთესო ნაკადის მოზიდვის უზრუნველყოფა და შერჩევის პროცესის მართვა კომპანიაში მოქმედი პროცედურის გათვალისწინებით;
** სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება ახალი თანამშრომლების მოძიების მიზნით თბილისისა და რეგიონების მასშტაბით;
** შერჩევის ეტაპების (ტესტირება, გასაუბრება) დაორგანიზება და მართვა;
** წინასწარ დადგენილი პერიოდულობით არსებული მეტრიკების მიხედვით ანგარიშგება ადამიანური რესუსრების მართვის განყოფილების უფროსთან;
** შერჩევის პროცესის ეფექტურობის მიზნით ახალი მეთოდებისა და ინსტრუმენტების დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განთლება სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადამიანური რესურესების მართვის სფეროში კანდიდატთა მოზიდვისა და შერჩევის მიმართულებით;
** ადამიანური რესურსების მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@myimpex.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "იმპექსფარმი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე