გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: Würth
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება 35 წლამდე მამაკაცები, სამონტაჟო ხელსაწყოების და ავტომობილების აქსესუარების გაყიდვების აგენტის თანამდებობაზე ქ. თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა;
** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
** სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;

სასურველია:

** ტექნიკური განათლება;
** გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა;

მოვალეობები:

** ორიენტირებული იყოს გაყიდვების ზრდაზე;
** მოიძიოს ახალი კლიენტები;
** დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
** მოამარაგოს მომხმარებელი "WURTH"- s პროდუქციით;

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:

** ანკეტების/რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** წინა საგამოცდო ტრეინინგის შემდგომი ტესტირება;

წარმატებულად გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ 2 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით. საგამოცდო პერიოდში ხელფასი იქნება ფიქსირებული 500 ლარი და 3% გაყიდული საქონლის ღირებულებიდან. საგამოცდო პერიოდის შემდეგ ხელფასი განისაზღვრება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00 საათამდე;
დასვენების დღე: შაბათ-კვირა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@wurth.com.ge მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: 224 36 30

CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე