ბარმენი, მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი, მიმტანი
მომწოდებელი: აჭარული ღვინის სახლი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შპს "აჭარული ღვინის სახლი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მიმტანი

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრისათვის მენიუს მიტანა/გაცნობა, შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბარი.

2. ბარმენი

ძირითადი მოვალეობები:

** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
** გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
** ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია.

ძირითადი მოთხოვნები: აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ადგილმდებარეობა: ბათუმი

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდით აღნიშნული პოზიციით და აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@awh.ge და გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე