საწყობის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: სანტა ესპერანსა
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
"ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" მიერ 2005 წელს დაარსებული წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" უკვე 12 წელია მკითხველებს სთავაზობს წიგნების საუკეთესო არჩევანს, შესანიშნავ გარემოსა და კვალიფიციურ მომსახურებას.

2017 წლიდან მივიღეთ გადაწყვეტილება, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის განსაკუთრებული გარემო, რომელიც გამოარჩევს ჩვენს მაღაზიას.

შპს "სანტა ესპერანსა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ვაკანსია: საწყობის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
გამოცდილების დონე: არ არის აუცილებელი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მომწოდებლებისგან პროდუქციის მიღება და დასაწყობება;
** ფილიალების შეკვეთების გადაწყობა და დისტრიბუციისთვის მომზადება;
** სატრანსპორტო საშუალებამდე პროდუქციის მიტანა და ჩატვირთვა;
** მობრუნებული პროდუქციის დასაწყობება;
** საწყობის პერიოდულ აღრიცხვა აღწერა;
** საწყობის დალაგება, დასუფთავება;

პიროვნული თვისებები:

** ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა;
** მოწესრიგებული;
** პუნქტუალური;
** გაწონასწორებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@santaesperanza.ge და საგანში მიუთითეთ ვაკანსია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე