სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი, დღის ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი, დღის ექთანი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:

სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (კლინიკურ დარგებში);
** სტაციონარში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** დეპარტამენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სტაც.სამედიცინო ბარათი, ფორმა N100) მართვა;
** დოკუმენტაციის წარმოება, ბრძანება 108/ნ-ით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით;
** საპასპორტო მონაცემების, დიაგნოზის(ICD10), ერთ ქეისზე ატვირთული
** თითოეული ჩარევის( NCSP), პაციენტის სტაციონარში შემოსვლისა და გაწერის თარიღებისა და დროების შესაბამისობის დადგენა პორტალს, ფორმა N100-სა და ისტორიას შორის;
** დადგენილი კლასიფიკატორის შესაბამისად დიაგნოზისა და განხორციელებული ჩარევების მართებულობის კონტროლი;
** სამედიცინო შემთხვევის მართვა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
** მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების(პროტოკოლები) გათვალისწინებით
** გამოვლენილი შენიშვნების და შემუშავებული რეკომენდაციების ელექტრონული აღრიცხვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის "მოძრაობის" მონიტორინგი გაწერილი ვადების
** შესაბამისად;
** მიმდინარე (მათ შორის შუალედური) ფორმა N100-ებისა და საავადმყოფო ფურცლების მართვა;
** ჩატარებული კონსულტაციების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების შესაბამისობის დადგენა ისტორიასა და კლინიკაში არსებულ შიდა პროგრამა შორის;
** სადაო კლინიკური საკითხების განხილვა დეპარტამენტის უფროსთან ერთად.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

2. დღის ექთანი

სავალდებულოა:

** საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (V კურსიდან)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
** ექიმის მიერ მისთვის გაწერილი სამუშაო მითითების დროულად და ზუსტად შესრულება;
** მონაწილეობა დეპარტამენტის სამედიცინო ხარისხის კონტროლის საქმიანობაში;
** საექთნო პროცესის ყველა ეტაპის შესრულება;
** ყველა საექთნო პროცედურის უშეცდომოდ შესრულება;
** ასეპტიკა, ანტისეპტიკის დაცვა;
** პროცედურის დროს ექიმის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;
** დეპარტამენტში საავადმყოფოს შიდა საექთნო პროტოკოლების და გაიდლაინების დანერგვა/შესრულება
** ექთანთა უწყვეტი სწავლების პროცესებში მონაწილეობა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: Vacancy.Surgery@aversi.com და გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (დღის ექთანი).

საბუთების მიღება წარმოებს 2019 წლის 12 ივლისამდე.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე