პრომოუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრომოუტერი
მომწოდებელი: ვაკე
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" , ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.

კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.

ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge | https://www.facebook.com/vakeproducts/

შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე"-ს ესაჭიროება პრომოუტერი, გიწვევთ პრომოუტერის ვაკანტურ პოზიციაზე ქ.ბათუმში და ქ.ქობულეთში.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18 - დან 35 - წლამდე;
** სქესი: მდედრობითი;
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია ხორცპროდუქტების სფეროში;
** საგანმანათლებლო ხარისხი: საშუალო;

ენები:

** ქართული - ძალიან კარგად;
** რუსული - სასურველია;
** ინგლისური - სასურველია;

ანაზღაურება: ფიქსირებული
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და კლიენტებისათვის პროდუქციის უპირატესობის გაცნობა და შეთავაზება;
** მაღაზიის დარბაზში პროდუქციის მოწესრიგება და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის გაყიდვების გაზრდაზე ზრუნვა / კლიენტების მოზიდვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** ფოტოსურათი: აუცილებელია;
** გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი, პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი, გუნდურობა, ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "პრომოუტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე