უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: სამედიცინო დაწესებულება
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
შპს "თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. #5

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** გეგმიური პაციენტების ისტორიის გახსნა შიდა პროგრამაში, დოკუმენტების ამობეჭდვა, პაციენტსა და კლინიკას შორის და/ან კლინიკასა და თავდებ პირს შორის გასაფორმებელი იურდიული ხელშეკრულების შევსება და ყველა საჭირო დოკუმენტის შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირისთვის (პაციენტი, ექთანი) გადაცემა.
** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე სამედიცინო მომსახურების შესახებ პირველადი შეტყობინების განთავსება პაციენტის შემოსვლიდან არაუგვიანეს 24 საათის განმავლობაში
** ექიმის მიერ შევსებული ფორმა 100-ის სისწორის გადამოწმება (ICD და NCSP კოდები), ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესწორების უზრუნველყოფა, სისწორის შემთხვევაში შესაბამისი კალკულაციის მომზადება და პაციენტისთვის დროულად მიწოდება
** სტაციონარული ფორმა 100-ის რეგისტრაცია და დამოწმება
** პაციენტების ფინანსური ვალდებულებების დაანგარიშება შიდა პროგრამის მეშვეობით და მათი გადამისამართება მოლარესთან ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით
** პაციენტის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილების გააქტიურება
** საგარანტიო წერილის ცვლილების შემთხვევაში ყველა საჭირო დოკუმენტის შეცვლა და ცვლილებების ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე განთავსება ოპტიმალურ ვადაში
** მენეჯერებისთვის საანგარიშგებო დოკუმენტაციის მომზადება და მიწოდება ოპტიმალურ ვადაში
** შიდა პროგრამაში უფროსი მენეჯერის მიერ მომზადებული ანგარიშგების ასახვა მაქსიმალური სიზუსტით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან ჯანდაცვის მენეჯმენტი.
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა
** MS Office-ს მომხმარებლის დონეზე ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@vivomedical.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შესაბამის კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე