მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ვიჯი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
სადისტრიბუციო კომპანია "VG" საქართველოში 2010 წლიდან მოღვაწეობს და ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკონდიტრო, საკვები და სამომხმარებლო ქიმიის პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "ვიჯი" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი, მოსკოვის გამზირი, ქინძმარაულის ქუჩა
განრიგი: ორშაბათი- პარასკევი - 09:00 - 18:00; შაბათი - 09:00- 16:00
ანაზღაურება: 450 - 600 ლარი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე დადგენილი მარშრუტის მიხედვით ვიზიტი
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის, ფასმაჩვენებლებისა და სარეკლამო მასალების მონიტორინგი და/ ან განახლება;
** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის ნაშთისა და ვადის კონტროლი;
** პერიოდულად ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** მოტივირებული
** მიზანდასახული
** შედეგზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითრების შესაძლებლობას

თუ ფიქრობ, რომ აკმაყოფილებ ჩვენს მოთხოვნებს, თუ არ გაშინებს ახალი გამოწვევები, ხარ მოტივირებული და გინდა ყველაზე მაგარი გუნდის წევრი გახდე და ჩვენთან ერთად აკეთო საყვარელი საქმე გადმოაგზავნე რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@vg-ge.com და აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "VG" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. კომპანიამ შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

ჩვენ გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე