IT ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამისტი
მომწოდებელი: შემოსავლების სამსახური
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს პროგრამისტი

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
თანამდებობრივი სარგო: 1600 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

მონაწილეობს პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

** მიღებული დავალებების პროგრამაში ასახვა ვადებისა და ამოცანების მიხედვით;
** საჭიროებისამებრ ვებ გვერდზე ცვლილებების შეტანა და საიტის ტექნიკური მხარდაჭერა;
** ახალი მოდულების, პროექტების, ვებ სერვისების და ვებ გვერდების შექმნა, არსებულ მოდულებში კი ცვლილებების შეტანა;
** სამუშაოს შესახებ მონაცემთა ბაზების ფორმირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი საიტის დაწერა;
** საქმიანობის ფარგლებში სხვადასხვა პროექტში ჩართვა;
** შემოსული დავალებების, წერილების, ინციდენტების საფუძველზე ხარვეზების გამოსწორება;
** შესაბამისი ლოგიკის, პროცედურების, ფუნქციების და სტრუქტურის შექმნა მონაცემთა ბაზაში.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების / IT მიმართულებით);
** Oracle Database 12c: SQL Fundamentals;
** Oracle Database 12c: PL/SQL Fundamentals;
** სასურველია Oracle Developer /Build Forms;
** სასურველია Oracle Developer / Build Reports;
** კომპლექსური და ეფექტური სკრიპტების შექმნა;
** დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზი და მოდელირება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის მართვა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
** ასევე აუცილებელია, კანდიდატებმა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და მიუთითონ რეკომენდატორი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.rs.ge

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** ზეპირი დავალება
** გასაუბრება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე http://www.hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნონ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე