IT სამმართველოს მთავარი პროგრამისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT სამმართველოს მთავარი პროგრამისტი
მომწოდებელი: შემოსავლების სამსახური
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 24 ივნისი
საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი პროგრამისტი

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT)
თანამდებობრივი სარგო: 4400 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოს აღწერა:

მონაწილეობს პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაში:

** ანალიტიკოსებისგან მიღებული დავალებების გაცნობა და ვადების განსაზღვრა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის შესაბამის ბაზაში ასახვა;
** პროექტის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამის დაწერა;
** პროგრამის დაწერის შემდეგ მისი ტესტირების რეჟიმზე გაშვება;
** პროგრამის ტესტირების რეჟიმში აღმოჩენილი ხარვეზების შემთხვევაში მისი შესწორება;
** პროგრამის სატესტო რეჟიმიდან რეალურ რეჟიმში გადაყვანა;
** საჭიროების შემთხვევაში არსებულ პროგრამულ მოდულებში ცვლილებების განხორციელება.
** პროექტის ფარგლებში, ახალი მოდულების და ცხრილების სტრუქტურების შექმნა და მათი ტექნიკურად დახვეწა;
** მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში ახალი ველების ჩამატება;
** სხვადასხვა ტიპის მონაცემის ბაზიდან ამოღება და მოთხოვნის შესაბამისად მისი გაგზავნა;
** სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაცია და მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა ტიპის ჯამური ინფორმაციის გაგზავნა.

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

** საქართველოს კონსტიტუცია;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე" შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანება.
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია კომპიუტერული მეცნიერებების/IT მიმართულებით);
** PL/SQL პროფესიონალურ დონეზე ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** დიდი მოცულობის მონაცემების ანალიზი და მოდელირების გამოცდილება;
** კომპლექსური და ეფექტური სკრიპტების შექმნის გამოცდილება;
** Oracle Developer /Build Forms ცოდნა;
** Oracle Developer / Build Reports ცოდნა;
** სასურველია C# ენის ცოდნა;
** სასურველია Asp.net ტექნოლოგიაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია XML, JavaScript, JSON, CSS მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** არსებული სისტემის და ბიზნეს პროცესების კარგი აღქმის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** სისხარტე, ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** დროის მართვა.

დამატებითი ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი;
** ასევე აუცილებელია, კანდიდატებმა წარმოადგინონ სამოტივაციო წერილი და მიუთითონ რეკომენდატორი;

სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმიანობისა და სტრუქტურის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: http://www.rs.ge

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

გადაწყვეტილებას იღებს კომისია ხმათა უმრავლესობით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** ზეპირი დავალება
** გასაუბრება

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, უნდა გაიარონ რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებ-გვერდზე http://www.hr.gov.ge და მისი საშუალებით გამოაგზავნონ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე