მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: მედფარმა პლუსი
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
ფარმაცევტული კომპანია შპს "მედფარმა პლუსი" აცხადებს მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიას თბილისში.

შპს "მედფარმა პლუსი" მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც საბითუმო და საცალო რეალიზაციას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო დაკვეთების უზრუნველყოფისათვის, ასევე პირდაპირი კომერციული საჭიროებისათვის. ფირმის ლოჯისტიკური მომსახურება მოიცავს ორ მიმართულებას:

** საკუთარი პროდუქციის ლოჯისტიკას;
** სახელმწიფოს კუთვნილი მედიკამენტების შენახვას, დისტრიბუციასა და ბენეფიციარების უზრუნველყოფას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პრინციპები:

** მუდმივად ვუყუროთ ბიზნესს მომხმარებლის თვალით;
** ბიზნესის საზღვრები მუდმივად ჯდებოდეს ეთიკის საზღვრებში;
** ღირებულების ინოვაცია - მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში იყოს მისთვის კმაყოფილების მომტანი;
** სანდოობა - შეძენილი საქონლის შენახვის პირობების მაღალი სტანდარტების დაცვით, ხარისხის უზრუნველყოფა და შესაბამისად სანდოობის განმტკიცება.

მძღოლ-ექსპედიტორის ვაკანსიისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

** მანქანის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა: B კატეგორია;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლებისა და ტვირთის ტრანსპორტირება თბილისსა და რეგიონებში;
** კურიერული (დოკუმენტაცია) მომსახურების გაწევა;
** ოფისის მომარაგებისას სატრანსპორტო უზრუნველყოფა;
** ავტომანქანის გამართული ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;

აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათთან ერთად მისამართზე: admin@medpharma.ge და სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მეილი სათაურის გარეშე არ განიხილება!

განაცხადები მიიღება 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე