გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Pirimze Plaza
გამოქვეყნდა: 12 ივნისი / ბოლო ვადა: 12 ივლისი
სასტუმრო პირიმზე პლაზა (Hotel Pirimze Plaza) აცხადებს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ვაკანსიას.

მოვალეობები:

** პასუხიხმგებელია სასტუმროს გაყიდვებზე, შემოსავლების დაგეგმვაზე, გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე
** რეგულარულად შეისწავლოს სტუმარმასპინძლობის სფეროში არსებული ტენდენციები, კონკურენტები
** ტურისტულ სააგენტოებთან, სხვადასხვა კომპანიებთან კომუნიკაციის და ხანგრძლივი თანამშრომლობის დამყარება
** მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში
** სისტემატურად და რეგულარულად განახორციელოს გაყიდვების ვიზიტები და სატელეფონო ზარები არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან
** ითანამშრომლოს გლობალური განაწილების სისტემებთან

მოთხოვნები:

** სტუმარმასპინძლობის სფეროში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
** გამორჩეული მოქნილობა - სტრესის ქვეშ მუშაობის უნარი
** ძლიერი ლიდერი გამორჩეული დარწმუნების, პრეზენტაციის და კომუნიკაციის უნარებით
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა და ნებისმიერი სახის ინფორმაციის სათანადოდ გადაცემის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hotelpirimzeplaza@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე